პუენტესეკოს საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის, ალინა მანუკიანის გამოფენა იმართება.
„შეიგრძენით აფრიკული სიცხე და ტემპერამენტი, რომელიც გადმოცემულია ამ ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრებში. გამოფენის საზეიმო გახსნა შედგება 29 ივლისს საღამოს 8 საათზე. თუმცა ნამუშევრების დათვალიერება უკვე დღეიდან არის შესაძლებელი“, – წერია განცხადებაში.