გამოფენა „ლეგენდები თოჯინებზე“ 22 აგვისტოს გაიმართება

650

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანთლებლო ცენტრი ხუთშაბათს, 15:00 საათზე გიწვევთ ამერიკელი მეთოჯინე, ბურნი ფავერთან შეხვედრაზე, სადაც შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდებს თოჯინებზე, დაამზადებენ თოჯინა-მარიონეტებს ნაცნობი ზღაპრებიდან და შექმნილი მარიონეტებით „გააცოცხლებენ“ ზღაპარს.

შეხვედრას გაუძღვება ბურნი ფავერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარიონეტებისა და თოჯინური ხელოვნების კვლევაში.