23 მაისიდან ბრიტანეთის მუზეუმში გამოფენა “მანგა” დაიწყება. ის იაპონიის ფარგლებს გარეთ გამართულ გამოფენათა შორის ყველაზე მსხვილი იქნება.
„მანგა – ხელოვნების საოცრად დემოკრატიული ფორმაა. ის იაფია, მისაწვდომი და არსებობს ყველა თემაზე. იაპონიაში მანგას ყველგან კითხულობენ: მატარებელში, ოფისში და მუშაობის დროსაც კი. ბოლო 10–20 წლის მანძილზე მანგა ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში“, – განაცხადა გამოფენის კურატორმა, ტიმ კლარკმა.
გამოფენა 26 აგვისტომდე გასტანს.