ვენაში გაიხსნა გამოფენა “სალვადორ დალი და ზიგმუნდ ფროიდი”, რომელიც კატალონიელი მხატვრის შემოქმედებაზე ფსიქოანალიზის ფუძემდებლის გავლენას ეძღვნება. ექსპოზიციაში 100 ნამუშევარია.
დალიმ ფროიდი 1920–იან წლებში გაიცნო. მისი გავლენის ქვეშ ის საკუთარ ფერწერულ ენას ქმნიდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდი სკეპტიკურად უყურებდა სიურრეალიზმს.
“ეს გამოფენა გვიამბობს ორ ადამიანზე, რომლებმაც განსაზღვრეს მეოცე საუკუნის კულტურული და ინტელექტუალური ლანდშაფტი. სალვადორ დალი შეპყრობილი იყო ზიგმუნდ ფროიდის მეცნიერული მეთოდებით და ეს მისი შემოქმედების მამოძრავებელი ძალა იყო”, – აცხადენს ექსპერტი სტელა როლინგი.