ლონდონის დიზაინის მუზეუმში ცნობილი სცენარისტისა და რეჟისორის, სტენლი კუბრიკის გამოფენა გაიხსნა. რესტროსპექტივა იკვლევს მისთვის სახასიათო ილეთებს, რომლებიც სხვადასხვა ფილმებში, მათ შორის „ნათებასა“ და „მექანიკურ ფორთხალში“ იყო გამოყენებული. ასევე, წარმოდგენილია სარეკვიზიტო მასალები. ბევრი ექსპონატი კუბრიკის ოჯახის კუთვნილებაა.
„ეს მამაჩემის ნივთებია. ისინი ჩვენს სახლში ინახება. არასოდეს არაფერს ყრიდა ნაგავში. ყველაფერი დეტალურად აღწერილია მისსავე კატალოგებში. როდესაც საცხოვრებელს ვიცვლიდით, ეს ნივთებიც ჩვენთან ერთად მოგზაურობდნენ“, – განაცხადა კატარინა კუბრიკმა.
„ყველა მისი ფილმი ლონდონსა და მის შემოგარენში იყო გადაღებული. მას შეეძლო აქ ამ სამყაროების შექმნა, იქნებოდა ეს ფილმ „ნათებაში“ ასახული სასტუმრო, ვიეტნამის ომის სცენები თუ კოსმოსი“, – აღნიშნა დიზაინის მუზეუმის დირექტორმა დეიან სუჯიჩმა.
სულ გამოფენაში 50–ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი. მათ შორის სარეკვიზიტო მასალები, კოსტუმები, დეკორაციები.