თუ მაყურებელი არ მიდის კინოში, კინო მიდის მაყურებელთან

746

Adjaranet და Cinemania საქართველოს ფარგლებში კინოჩვენებებს მოაწყობს.

„რა ხდება მაშინ, როდესაც ვერ მიდიხარ კინოში? ამაზე ჩვენ და Adjaranet.com-მა ბევრი ვიფიქრეთ, და გადავწყვიტეთ, რომ ასეთ დროს, თავად კინო უნდა მოდიოდეს  შენთან! სწორედ ამიტომ, კინოთეატრი ბორბლებზე შევქმენით და მთელი საქართველოს გარშემო მოგზაურობა დავგეგმეთ.

გვინდა, რომ ფილმები ვაჩვენოთ  ყველა რეგიონში და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კინო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და შეიყვაროს, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებმა, ვისთანაც კინოთეატრი არ არის.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ზაფხულის ცხელი დღეები რთული გადასაგორებელია, კინო კი ყოველთვის კარგი გამოსავალია – წარმოიდგინეთ, ღია ცის ქვეშ, კომფორტულ გარემოში, შვილებთან, მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, თემატურად შერჩეული ფილმის ყურება დროის გაყვანის რა კარგი საშუალებაა.

თქვენ შეძლებთ ნახოთ ქართული, აუცილებლად სანახავი ფილმები, ცნობილი ბლოკბასტერები და  2018-2019 წლის უახლესი ფილმები, კინოჩვენებამდე კი ქვიზებით გაერთოთ, ჩაერთოთ გათამაშებებში და მოიგოთ პრიზები – მგონი, სრულიად საკმარისი ჩამონათვალია იმისთვის, რომ საღამოს დრო იდეალურად გაატაროთ.

სინემანიას და აჭარანეტს ხელი FincaBank-მაც ჩასჭიდა და სამივე ერთად, მოძრავი კინოთეატრის საშუალებით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოვივლით საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს, კინო ჩამოვა ყველგან და ყველასთან, იმიტომ, რომ კინო ყველგან და ყველასია“, – წერს Cinemania.ge.