ბაროკოს უდიდესი ოსტატის ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ბევრმა მოვლენამ მის ცხოვრებას დაღი დაასვა. თავად მხატვარი ამბობდა: “ჩემს ნახატების ცქერა არ კმარა, ისინი უნდა იგრძნოთ”.
ნამდვილი სახელი

მისი ნამდვილი სახელი მიქელანჯელო მერიზი იყო, თუმცა ყველა “ელ კარავაჯოს” ეძახდა (მისი ოჯახი ლომბარდიის ქალაქ კარავაჯოდან იყო)
კარავაჯისტები

მხატვარს მიმდევრების მთელი ჯგუფი ჰყავდა, რომლებსაც კარავაჯისტებს უწოდებდნენ. მისი მოსწავლეები იყვნენ: არქიტექტორი ონორიო ლუნგი, მხატვრები ფილიპო ტრისენი და ორაციო ჯენტილესკი.
“ტენებრიზმი”

“ტენებრიზმი” ის სტილია, რომელიც კარავაჯოს სხვა მხატვრებისგან განასხვავებდა. ამის დასტურია 1600 წელს დახატული ტილოები: “მათე მოციქულის წამება” და “მათე მოციქულის მოწოდება”.
ბანდის წევრობა

ბავშვობასა და ახალგაზრდობაში კარავაჯოს საკმაოდ ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა. სხვა მხატვრებთან და არქიტექტორებთან ერთად მან ბანდა დააფუძნა და რომის მაცხოვრებლებს შიშის ზარს სცემდა. ბანდას “nec spe, nec metu” (იმედისა და შიშის გარეშე) ერქვა.
კრიმინალური საქმიანობა

მიქელანჯელო მერიზის ხასიათი წლების მატებასთან ერთად იცვლებოდა. ის ბევრჯერ მოხვედრილა ციხეში. მაგალითად, 1601 წელს საკანში იმის გამო ჩასვეს, რომ სანტ–ანჯელოს სერჟანტი დაჭრა, ხოლო 1603 წელს მხატვარმა ჯოვანი ბაგლენმა, კარავაჯოს ცილისწამებაში დასდო ბრალი. საქმე იმაში იყო, რომ კარავაჯო საჯაროდ აკრიტიკებდა მხატვრებს და ხაზგასმით აღნიშნავდა მათ გვარებს, “ვინც ბევრ ტილოს ყიდის, მაგრამ უნიჭოები არიან.”
მკვლელობა

1605 წელს კარავაჯომ ნაჯახით ნოტარიუსი დაჭრა, თუმცა ის გადარჩა და მხატვრის მიმართ პრეტენზიები არ გამოუთქვამს. ერთი წლის შემდეგ კი მხატვარს სიკვდილი მიუსაჯეს, რადგანაც მან სუტენიორის, რანუჩო ტომასონის კასტრირება სცადა. კარავაჯოს და ტომასონის კამათი მეძავის, ფილიდე მელანდრონის გამო მოუვიდათ. საბოლოო ჯამში, სუტენიორი გარდაიცვალა, რადგანაც მხატვარმა მას არტერია დაუზიანა.
შიში

კარავაჯოს იმდენად ეშინოდა ციხეში მოხვედრის, რომ მუდამ ჩაცმულს, ხელში ხანჯლით ეძინა.
გაქცევა

ტომასონის მკვლელობის შემდეგ კარავაჯო მართლმსაჯულებას ემალებოდა. ჯერ ნეაპოლში დასახლება სცადა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ის სცემა. მხატვარს სახე დაუმახინჯეს.
მალტელი რაინდების ორდენი

მალტის რაინდთა ორდენის მაგისტრთან, ალოფ დე ვინიაკურთან მეგობრობის წყალობით, კარავაჯო ორდენის მთავარ მხატვრად დანიშნეს. როდესაც მართლმსაჯულებას ემალებოდა, ორდენის ყაზარმაში ცხოვრების უფლებაც კი მისცეს.
კრიტიკა

კარავაჯო ხშირად ხდებოდა კრიტიკოსების მსხვერპლი, რომის მოსახლეობის ნაწილი მას სასტიკს, ვულგარულსა და ამაზრზენს უწოდებდა. ამ ყველაფრის გამო, სამღვდელოების ბრძანებით მხატვარს რამდენიმე ნამუშევრის დეტალების შეცვლა მოუწია. კარდინალები ამბობდნენ: “მისი ნახატები გარყვნილებას, მკრეხელობას და ზიზღს შეიცავენ.”
გარდაცვალება

1607 წელს კარავაჯოს გვამი პორტო–ერკოლეს სანაპიროზე იპოვეს. გავრცელებული ვერსიით მხატვარი მალარიამ იმსხვერპლა.