Hasbro – სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული კომპანია „გოჭი პეპას“ (Peppa Pig) მფლობელ კომპანიას 4 მილიარდ დოლარად შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
პირველად „გოჭი პეპა“ 2004 წელს დიდი ბრიტანეთის მეხუთე არხზე გავიდა. მულტფილმი 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და 180-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.