გურამ კაშია: ვფიცავ, არც კი იცით, რა გელით

750

კამპანიას “იმოგზაურე საქართველოში”საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია შეუერთდა. ის სოციალური ქსელის საშუალებით გამომწერებს მიმართავს.

„მსოფლიოს გარშემო მიმოგზაურია, მაგრამ ქართულ საჭმელთან ახლოსაც კი ვერაფერი მოდის. ვფიცავ, არც კი იცით, რა გელით. ბათუმის ლამაზი არქიტექტურა ზღვასთან ერთად, ზამთარში კი – სრიალი! საქართველო ყველა სეზონზე საუკეთესოა!

ჩემო ნიდერლანდელო მეგობრებო: წადით საქართველოში და საბოლოოდ ნახეთ ნამდვილი მთა (მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბრტყელი ქვეყანაც მიყვარს).

“P.S. ლეგენდის თანახმად, თქვენი კაპიტნის მაისურები იქ უფრო იაფია“, – წერს კაშია.