ფრანგმა დიჯეიმ დევიდ გეტამ ამერიკულ ხმის ჩამწერ კომპანია Warner Music Group-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც საავტორო უფლებები კომპოზიციების სრულ კატალოგზე ორგანიზაციას გადაეცემა.
ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, კომპანიასა და მუსიკოსს შორის გარიგების ფასი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.