,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“- გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება

663

გორში უცვლელი სლოგანით ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“ კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება.

წელს ფესტივალი 5 ივნისს დაიწყება და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებენმარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ქუთაისის, გორის, რუმინეთის, მოძრაობის თეატრის, ილიაუნის, დმანისის, ჭიათურის თეატრის დასები.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „BlackBox”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლი ნახონ და შეაფასონ წერილობითი სახით. წლევანდელ ფესტივალს, გასული წლის მსგავსად ხუთი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, ჟიურის წევრები სპექტაკლებზე კრიტიკულ წერილს მოამზადებენ.

თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დაარსა.