დათუნა სულიკაშვილის უახლესი კოლექცია

291

Cruelal Devil ყოველთვის ექსტრავაგანტული პერსონაჟი იყო, თუმცა წელს გამოსულმა ახალმა ფილმმა მოდის ინდუსტრიაზეც აშკარა გავლენა მოახდინა.

მიუხედავად იმისა რომ შავიც და თეთრიც ის ფერებია რომლებიც ყველა დროში მოდურია, მაინც უნდა აღინიშნოს რომ წელს ფილმმა მას აქტუალურობა კიდევ უფრო შემატა. 20 ივნისს, კავეას კინოთეატრში გრეგ კინერის ფილმის ჩვენებამდე ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა, რომელმაც 2021 წლის გაზაფხული/ ზაფხულის სეზონისთვის მაყურებელს “კრუელას” ექსტრავაგანტული სტილის ინსპირაციით შექმნილი შავ-თეთრი კოლექცია წარუდგინა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის იდეა მოდის სამყაროს გარშემო ტრიალებს, დათუნას ჩვენების კონცეფცია შეიძლება ითქვას რომ იდეალური დასაწყისი იყო ფილმის სანახავად. მოდელების შავ-თეთრი პარიკები კი შოუს ეფექტს ორმაგად ზრდიდა, რადგან კრუელას ვარცხნილობა მისი საკულტო გარეგნობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

No description available.
No description available.
No description available.
No description available.
No description available.