ერმილე მაღრაძის ფილმი „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ – ოქროდ ქცეული სიბრძნე”მოგვითხრობს ეროვნულ მუზეუმში დაცული ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშის – თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზეც ერმილე მაღრაძემ ამ ნიმუშის ზუსტი ასლი დაამზადა.
ფილმი მომზადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლისადმი მიძღვნილი გამოფენის „ოქროდ ქცეული სიბრძნე” ფარგლებში. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.