დარტ ვეიდერის კოსტუმი აუქციონზე გაიყიდება

1516

„ვარსკვლავური ომების“ მეხუთე ეპიზოდისთვის შექმნილი დარტ ვეიდერის კოსტუმი 2019 წლის 14 მაისს აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი ლოს–ანჯელესში გაიმართება, ხოლო მისი ორგანიზატორი Bonhams „გალაქტიკის საოცრებები“ იქნება. ორგანიზატორების განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ ლოტი 1–2 მილიონ დოლარად გაიყიდება.

კოსტუმი 17 დეტალისგან შედგება, რომელთა რიცხვში შედის ჩექმები, შლემი და სპეციალური აკუმულატორი. მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ეპიზოდის „იმპერიის საპასუხი დარტყმის“ გადაღებებისთვის რამოდენიმე კოსტუმი შეიქმნა, აუქციონის ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ ლოტის რომელი დეტალები იქნა გამოყენებული ფილმში, თუმცა ცნობილია, რომ ბრიუს ელერი მას ფანატებთან შეხვედრების დროს იყენებდა.