დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის „ერისიონმა“ კონცერტი გამართა

533

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ანსამბლმა „ერისიონმა“ 2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლა და მათთვის კონცერტი გამართა. ღონისძიება საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი „ერისიონის“ მხრიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კონცერტს ბავშვებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.