დედოფალ ელისაბედ მეორის საყვარელი სერიალია „წმინდა ინგლისური მკვლელობები“

870

ინგლისის დედოფალი, ელისაბედ მეორე შოტლანდიაში დასვენების დროს სერიალებს უყურებს. საყვარელი სერიალების ჩამონათვალს, დედოფლის თანაშემწეები ტელეკომპანია BBC აწვდიან, ისინი კი DVD-დისკებს უგზავნიან. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

გაირკვა, რომ ელისაბედ მეორის საყვარელი სერიალია „წმინდა ინგლისური მკვლელობები“ (Midsomer Murders). ელისაბედ მეორის საყვარელი შოუების ჩამონათვალში, ასევე მოხვდნენ „ახალი ხრიკები“ (New Tricks) და „დოქტორი ვინ“ (Doctor Who).

ამასთან ერთად, დედოფალს არ მოსწონს ეპიზოდები, სადაც პოლიციელებს ზიანს აყენებენ. მისივე თქმით, დედოფალმა ძალიან ინერვიულა, როდესაც 2010 წელს სერიალი რეიტინგის დაცემის გამო დახურეს.