დევიდ გერეტი – ახალი ალბომით “UNLIMITED – LIVE 2019” – თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს.
2019 წლის 13 სექტემბერს თბილისში. “UNLIMITED” – დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს. საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით 2019 წლის, 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს, სპორტის სასახლეში. ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიება ტარდება Cheсk in Georgia -ს ფარგლებში. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე, შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები. ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით მიუძღვნა დიად მუსიკას – და მისი მსოფლიო წარმატება ამართლებს მისი არჩევანს. მისთვის შეზღუდვები მიუღებელია. საკუთარი მისწრაფებით, მუდმივად შექმნას ახალ-ახალი მუსიკალური შესაძლებლობები, დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ საკუთარი შთაგონება გადასცა ყველა თაობის მსმენელს.
„მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს “UNLIMITED –LIVE 2019“ . ეხლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“ – აცხადებს ვარსკვლავი.
10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებდა და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურნე “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი. ტურნე “UNLIMITED” – მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არა მარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstruck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. “UNLIMITED” აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია. მის ახალ საუკეთესო ალბომში „Unlimited – Greatest Hits”, რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ამ ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები.