რეჟისორი დევიდ ფინჩერი ვიდეოსერვის Netflix-ისთვის სრულმეტრაჟიან ფილმს “მანკს” გადაიღებს. ფილმი სცენარისტ ჰერმან მანკევიჩზე გვიამბობს, რომლემაც ორსონ უელსთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის “მოქალაქე კეინი”.
ცნობილია, რომ ფილმი შავ–თეთრი იქნება და გადაღებები 2019 წლის ნოემბერში დაიწყება.
“მანკი” 2014 წლის შემდეგ ფინჩერის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება. ფილმის სიუჟეტის დეტალები ცნობილი არაა.