დეივიდ ლინჩი საპატიო “ოსკარს” მიიღებს

508

კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკულმა აკადემიამ
Governors Awards 2019–ის ლაურეატების სია გამოაქვეყნა. “ოსკარის” საპატიო ქანდაკებებს დეივიდ ლინჩი, უეს სტიუდი და ლინა ვერტმიულერი მიიღებენ, ხოლო ჯინა დევისს ჯინ ჰერშლოტის სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2019 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.