ლოს–ანჯელესი დენზელ ვაშინგტონს საზეიმოდ მასპინძლობს. თეატრ “დოლბიში” საზეიმო გალა–კონცერტი მსახიობის პატივსაცემად გაიმართა. კოლეგას მიულოცეს ჯოდი ფოსტერმა, მორგენ ფრიმენმა და სხვებმა.
“ჩემი მთავარი მეტოქე ჩემში ცხოვრობს. ეს შეჯიბრი არაა, არავის ვეჯიბრები. უბრალოდ ვცდილობ განვითარებას.”, – განაცხადა ვაშინგტონმა.