დექსტერ ფლეტჩერი ახალ შერლოკ ჰოლმსს გადაიღებს

484

“ბოჰემური რაფსოდიისა” და “როკეტმენის” რეჟისორმა, დექსტერ ფლეტჩერმა შესაძლოა შერლოკ ჰოლმსზე ახალი ფილმი გადაიღოს. როგორც ცბობილი გახდა, Warner Bros. რეჟისორთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

პირველ ორ ნაწილში შერლოკ ჰოლმსის როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებდა, ხოლო ჯონ უოტსონის – ჯუდ ლოუ. თუმცა პირველი ორი პროექტის რეჟისორმა გაი რიჩიმ უარი განაცხადა მესამე ნაწილის გადაღებაზე.