„დიდგორის“ კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ბაღში დღეს გაიმართება

578

ანსამბლ „დიდგორის“ კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ბაღში დღეს 20:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

რეპერტუარი ძირითადად ძველი საარქივო ჩანაწერები იქნება. ღონისძიებებზე ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშებთან ერთად მსმენელები გაეცნობიან ვიდეო და ფოტოკოლაჟებს საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ.

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა.