კანის 72-ე კინოფესტივალზე თურქი მსახიობი რეპორტიორების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მერიემ უზერლი საზოგადოების წინაშე მაქმანებიანი გამჭვირვალე კაბით წარდგა.
მსახიობი, ქართველმა მაყურებელმა სერიალიდან „დიდებული საუკუნე“ გაიცნო. მერიერმა ასეთი ჩაცმულობით ხაზი გაუსვა, საკუთარი სხეულის იდეალურ ფორმებს. რაც შეეხება მაკიაჟს, მას ე.წ. „Make up nude“ ჰქონდა. ეს არის მაკიაჟი, მაკიაჟის გარეშე.
კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა და 25 მაისს დასრულდება.