58 წლის ასაკში დიზაინერი იზაბელ ტოლედო გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ძუძუს კიბო გახდა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
იზაბელმა პირველი კოლექცია 1985 წელს წარადგინა. თუმცა პოპულარობა მას მიშელ ობამასთვის შექმნილმა კაბამ მოუტანა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პირველ ლედის 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიაზე ეცვა.
დიზაინერი 2006 წელს Anne Klein-ის მაღალი მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა.