დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პერუში დააჯილდოვეს

533

მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პერუში დააჯილდოვეს. მან საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო კინოფესტივალზე Festival de cine Al Este.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე.