ვინ წარადგენს საქართველოს ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე, ეს დღეს გახდება ცნობილი. კანდიდატებს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე დაასახელებს. ცნობილია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოდან ყოველწლიურად ორ კანდიდატს წარადგენს
საბავშვო მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო (AstridLindgrenMemorialAward, ALMA) მსოფლიოში ყველაზე დიდი პრემიაა ბავშვთა ლიტერატურის სფეროში. ხუთი მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 705 000 აშშ დოლარი ან 525 000 ევრო) ყოველწლიურად ერთ ან რამდენიმე გამარჯვებულს გადაეცემა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ, შეიძლება ნომინირებული იყვნენ ავტორები, ილუსტრატორები, ზეპირი მთხრობელები და ბავშვთა კითხვის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კერძო პირები თუ ორგანიზაციები. ქართველ ნომინანტთა ვინაობა, ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.