ეგვიპტის ხელისუფლებამ შესაძლოა დიდ ბრიტანეთს ფარაონ ტუტანხამონის ქვის ბიუსტის დაბრუნება მოსთხოვოს. ბიუსტი 4 ივლისს სააუქციონო სახლ
Christie’s–მა უნდა გაყიდოს.
ძეგლის ასაკი 3 ათას წელზე მეტია და ის ფარაონ ტუტანხამონს მზის ღმერთის, ამონის მსგავსად გამოსახავს. გაზეთ Financial Times-ის შეფასებით არტეფაქტის ღირებულება 4 მილიონი ევროა და ამჟამად ის კერძო კოლექციაში ინახება.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრომ უკვე წამოიწყო გამოძიება აღნიშნული ბიუსტის გაყიდვის საქმეზე.