ეგვიპტეში 30 მუმია აღმოაჩინეს

414

ეგვიპტის ქალაქ ასუანში არქეოლოგებმა საოჯახო სამარხი აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა სხვადასხვა ასაკის 30 მუმია იპოვეს.

როგორც მილანის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიცია პიაჩენტინი აცხადებს, სამარხები სავარაუდოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნიდან ჩვენი წელთაღრიცხვით II-III საუკუნემდე თარიღდება. ნეკროპოლისში არსებულ მუმიათა უმრავლესობა მიწის ქვეშ იყო აღმოჩენილი.

“რადგანაც სამარხები ხეობაშია, ეს შენობა სავარაუდოდ რიტუალებისთვისაც გამოიყენებოდა. ალბათ, მსხვერპლს ნაყოფიერების ღმერთს სწირავდნენ”, – აცხადებს პიაჩენტინი.

ნეკროპოლისში ასევე აღმოჩენილია ცხოველების ძვლები, მცენარეები, ხილი, ლარენაკების ნაწილები, მძივი და სხვა ნივთები.