ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის მოდერნიზაციას ევროკავშირი დააფინანსებს

772

ეგვიპტე და ევროკავშირი, ქაიროს ცენტრში არსებული ეგვიპტის ეროვნული მუზეუმის მოდერნიზაციის პროექტს იწყებენ. პროექტი სამ წელზეა გათვლილი. მას ევროკავშირი 3,1 მილიონი ევროთი დააფინანასებს.

“იმ ხუთი ევროპული მუზეუმის კონსორციუმმა, რომლებსაც ყველაზე დიდი ეგვიპტური კოლექციები გააჩნიათ, ხელი მოაწერა ეგვიპტურ მხარესთან მუზეუმის განვითარების შესახებ ხელშეკრულებას. პროექტს დაეხმარებიან მსხვილი ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ეგვპტოლოგები და ექსპერტები”, – განაცხადა ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა ჰალედ ალ–ანანიმ.

სამუშაოებით გათვალისწინებულია რამდენიმე დარბაზის რეკონსტრუქცია, ტექნიკური აღჭურვილობის დამატება და სამცენიერო, საარქივო და ინფორმაციული სამუშაოების ჩატარება.