ედიტ გონსალესის უკანასკნელი წერილი

1520

რა წერია მსახიობ ედიტ გონსალესის უკანასკნელ წერილში, რომელიც მან საკუთარ შვილს მისწერა.

„იმ დღეს, როცა შენი დაბადების შესახებ გავიგე, ჩემი სხეული მთლიანად დაიპყარი და შეცვალე. ყალბი სენტიმენტების გარეშე ვგრძნობდი შენს ზრდას. შენი დაბადება იყო ყველაზე ძლიერი, რთული და ულამაზესი რამ ჩემს ცხოვრებაში.

როცა ჩემი მუცლიდან გამოხვედი ყველაზე შესანიშნავ ვინმედ – დედად მაქციე. შევძელი ხელში დამეჭირა პატარა არსება, რომელსაც დედობის შესახებ არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ნელ-ნელა მასწავლე, რომ მშობლებს შეგვიძლია ცხოვრების ზღვის ტალღებში წინამძღოლები ვიყოთ. ეს ის ზღვაა, რომელიც გიყვარს და რომლის ყოველი ტალღაც ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოცდაა, საიდანაც ელეგანტურად და გონივრულად გამოდიხარ.

არა ძვირფასო, ცხოვრება მარტივი არ არის, თუმცა დამიჯერე მართლაც ულამაზესია. შენ მიზანდასახული გული, გონებამახვილი ტვინი და გულუხვი სული გაქვს. შენით ძალიან ვამაყობ, რადგან ვხედავ, რომ საყვარელ, ბედნიერ, ძლიერ და ერთგულ პიროვნებად ჩამოყალიბდი.

კონსტანსა, ჩემო პატარა კონსტანსა, ჩემო გოგონა, ჩემო ზეცავ, ჩემო გული, ჩემო ყველაფერო… ამავდროულად საკუთარ თავს ეკუთვნი, რადგან როცა გადაწყვეტ ტალღებს შეეჭიდო და დაიმორჩილო, ჰორიზონტი დაიპყრო, წყლის ენერგიას დაუპირისპირდე და შენი სურვილები აისრულო, ამ ყველაფერს შეძლებ.

ულამაზესი ხარ. მხოლოდ ის შემიძლია, მადლობა გადაგიხადო, რადგან უფლება მომეცი დედაშენი მერქვას, შენს მისწრაფებებს ვაკვირდებოდე და შენში ცხოვრების სასწაულებს ვხედავდე. ხელი-ხელ ჩაკიდებულები სამყაროს მოვივლით, რადგან საბოლოოდ ყველანი ხომ უბრალოდ ვარსკვლავების მტვერი ვართ. ბედნიერ დაბადების დღეს გისურვებ“, – ეწერა ედიტის უკანასკნელ წერილში.

შეგახსენებთ, რომ სერიალ „ველური გულის“ მსახიობი ედიტ გონსალესი 13 ივლისს  გარდაიცვალა. მსახიობი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.