„ევგენი ონეგინის“ ახალ ვერსიაში მხოლოდ ქალები ითამაშებენ

611

მოსკოვის პოეტთა თეატრი და რუსეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ალექსანდრე პუშკინის დაბადების 220 წლისთავთან დაკავშირებით „ევგენი ონეგინს“ დგამს. 6 ივნისს დაგეგმილი სპექტაკლში მხოლოდ ქალები ითამაშებენ.

„საათნახევრის მანძილზე ჩვენ შემოგთავაზებთ ისტორიას სიყვარულის, რწმენისა და ღრმა ფილოსოფიური საკითხების შესახებ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

სპექტაკლის რეჟისორი ალიონა მურატოვაა, ხოლო პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლად მალენკო გახლავთ.

„ამ ყველაფრის დაგეგმვისას მე და რეჟისორი, ალიონა მურატოვა შევთანხმდით, რომ მთავარი პერსონაჟი თავად პუშკინი იქნება. აქ არაა როლები. იქნება გენიალური სტრიქონების კითხვა, საინტერესო მუსიკა, თანამედროვე თაობის რითმი და ძალიან ლამაზი გოგონები“, – განაცხადა მალენკომ.