„ევროვიზია 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ნარინჯისფერ ხალიჩაზე პირველმა, ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ გაიარა. თამთა მაყურებლის წინაშე კვიპროსის სახელით წარსდგა.
წელს კვიპროსი ევროვიზიაზე 35-ედ მონაწილეობს. დებიუტი კი 1981 წელს შედგა. დღეის მდგომარეობით კვიპროსის საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილია, რომელიც გასულ წელს დაიკავეს.
2004-დან 2013 წლამდე, წარუმატებლი აღმოჩნდა კვიპროსის მონაწილეობა ევროვიზიის ნახევარფინალში, რადგან 8 მცდელობიდან 6 ჯერ ვერ შეძლეს ფინალში გადასვლა. 2015 წლიდან კი ბოლო 4 წლის განმავლობაში ის ფინალში აღმოჩნდა.
რა შედეგით დასრულდება „ევროვიზია 2019“ კვიპროსისთვის, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.
შეგახსენებთ, რომ წელს ევროფესტივალს თელ-ავივი მასპინძლობს. ორგანიზატორი კი კომპანია Myheritage.com-ია. სწორედ კომპანიის ლოგოს ფერის გათვალისწინებით გადაწყდა, გახსნის ცერემონიაზე წითლის ნაცვლად ნარინჯისფერი ხალიჩის დაგება.