დედაქალაქის მერია მთაწმინდის პარკში 14-15 ივნისს დაგეგმილ „ეზო ფესტივალზე“ დასწრების მსურველთათვის 4 ავტობუსს გამოყოფს.
ავტობუსებიმთაწმინდის პარკისკენ 14 ივნისის 17:30 საათიდან 16 ივნისის 12:00 საათამდე კოჯრის გზატკეცილისა და პარკის ქუჩების გასაყარზე არსებული ავტოსადგომიდანიმოძრავებენ. ისინიმგზავრებს 30 წუთის ინტერვალით, სადღეღამისო რეჟიმში უფასოდ მოემსახურებიან.