ეთნოგრაფიულ მუზეუმში სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ

1184

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 24 სექტემბერს, 17:00 საათზე,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში, ქართველ კოლეგებთნ ერთად, ქეთი შიკი და ნიკოლას ტოტი დაამზადებენ სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს (Flint knepping) და დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრულ პროცესს.