55 წლის შემდეგ ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“, კანის კინოფესტივალზე ბრუნდება.
„თეთრი ქარავანი“ სასიყვარულო დრამაა, რომელსაც სამი წლის მანძილზე იღებდნენ, ხოლო ეკრანებზე ფილმი 1963 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი 1964 წლის კანის კინოფესტივალის ჯილდო, ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინიმრებული.
კანის ფესტივალი 14–25 მაისს გაიმართება. ელდარ შენგელაია ფილმს კლასიკური კინოს სექციაში პირადად წარადგენს.