ელენე ნავერიანის ფილმს კინოფესტივალზე აჩვენებენ

622

„სველი ქვიშა“ – ასე ჰქვია ელენე ნავერიანის ფილმს რომლის მოქმედებაც შავი ზღვისპირა სოფელში ვითარდება, ახალგაზრდა ქალი, მოე, ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ მისი ძველი სიყვარულის ისტორიისა და ტყუილების ჯაჭვს შორის მოექცევა. „სველი ქვიშა“ კინოფესტივალის სექციის, აწმყოს რეჟისორების (Concorso Cineasti del Presente) პროგრამაშია, რომელში გამარჯვებულსაც მთავარი ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი“ ერგება.

აღნიშნულ სექციაში 15 სურათი მონაწილეობს. სამხრეთ შვეიცარიის იტალიურენოვანი ქალაქი ლოკარნო წლევანდელ კინოფესტივალს 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე უმასპინძლებს.