ელენ დეჯენერი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს

246

63 წლის ამერიკელი ტელევარსკვლავი და კომიკოსი – ელენ დეჯენერესი საკუთარ ტელეშოუს ტოვებს. როგორც ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ტელეშოუს, რომლის წყალობითაც ის წელიწადში 50 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, მეცხრამეტე სეზონის დასრულების შემდგომ შეწყვეტს.

მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც გასულ წელს ელენს თანამშრომლები რასიზმისა და არასათანადო მოპყრობის გამო უჩიოდნენ, რის გამოც ვარსკვლავმა მათ ბოდიშიც მოუხადა.