ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პეტრას ციხეზე აღარ ჩატარდება
ადგილობრივი მოსახლეობისა და სასულიერო პირების პროტესტის გამო, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GR Fest პეტრას ციხეზე აღარ ჩატარდება.
GR Fest-ის ორგანიზატორების თქმით, მიიღეს 160-მდე პირის ხელმოწერილი განცხადება, რომლებიც ირწმუნებიან, რომ “კაზანტიპის მსგავს” ფესტივალს არ ჩაატარებინებენ და “წმინდა მიწას ამორალური და ანტიმართლმადიდებლური” ქმედებისგან დაიცავენ. მიუხედავად წინააღმდეგობისა ორგანიზატორები ამბობენ, რომ ფესტივალი სხვა ლოკაციაზე გაიმართება.