ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ქობულეთის ფიჭვნარში გაიმართება

714

GR -Fest – ელექტრონული  მუსიკის ფესტივალი, რომელიც 10 აგვისტოს პეტრას ციხეზე უნდა ჩატარებულიყო პროტესტის გამო ლოკაცია შეიცვალა. ორგანიზატორების ინფორმაციით ფესტივალი ქობულეთის ფიჭვნარში გაიმართება.

მათივე თქმით, ფესტივალზე მოუსმენთ ხარისხიან ანდერგრაუნდ მუსიკას შავი ზღვის ფონზე. გარდა ამისა, მხატვრებისთვის ცალკე საგამოფენო სივრცე იქნება გამოყოფილი, რომელთა ნამუშევრებიც 3D პროექტორებით იქნება გაცოცხლებული, რაც ვიზუალებს შექმნის.

ფესტივალს წარადგენენ: NEWA, BOYD SCHIDT, FABRIZIO LAPIANA, GIORGI DEVADZE, KAVEL, ORIM, YANAMASTE, ZAPA.