ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

1132

მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში ოსტინ ბატლერმა მიიღო.

“ვიცოდი, რომ ვერ გადავიღებდი ამ ფილმს, თუ საჭირო ადამიანს არ ავარჩევდი. მას უნდა შეეძლოს არამხოლოდ ელვისის მოძრაობების გამეორება, არამედ მომღერლის შინაგანი სისუსტის წარმოჩენაც.მე უნდა ამერჩია უამრავ ნიჭიერი მსახიობს შორის. ოსტინის ფილმები მინახავს და რამდენიმე ცდის შემდეგ მივხვდი, რომ ისტორიის ერთ–ერთი უდიდესი მუსიკოსის განსახიერებას მხოლოდ ის შეძლებს”, – განაცხადა რეჟისორმა ბაზ ლურმანმა.