ელვის პრესლის შესახებ ფილმს გადაიღებენ

792

როკ-ენ-როლის ვარსკვლავის ელვის პრესლის შესახებ ავტობიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ. ფილმის რეჟისორი ბაზ ლურმანია. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

მომღერლის როლზე ახალი პრეტენდენტების ვინაობა გახდა ცნობილი. კანდიდატებს შორის ერთ-ერთია  ჯგუფ One Direction-ის სოლისტი გარი სტაილსი, ასევე ამერიკელი მსახიობი ანსელ ელგორტის კანდიდატურა. 

გავრცელებული ინფორმაციით კასტინგში მონაწილეობდა აარონ ტეილორ-ჯონსონი, ოსტინ ბატლერტი და მაილზ ტელერი. გამოცემა წერს, რომ ელვის პრესლის როლზე მსახიობს რამდენიმე კვირაში შეარჩევენ.