ელვის პრესლი ჯაშუში გახდება

815

Netflix ორიგინალურ პროექტზე მუშაობს. ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ გიგანტი ახალ ანიმაციურ სერიალს ამზადებს, რომლის მთავარი გმირიც ელვის პრესლი იქნება.

ტელეშოუს ავტორები და პროდუსერები ჯონ ედი და პრისცილა პრესლი არიან. სერიალი სახელად “აგენტი კინგი” როკ–ენ–როლის მეფის თავგადასავალს გვიამბობს, რომელიც ღამით სახელისუფლებო აგენტად იქცევა და ამერიკის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.