ელიზაბეთ ტეილორის მანქანები აუქციონზე გაიყიდება

578

უნიკალური Rolls-Royce, რომელიც ელიზაბეთ ტეილორს ეკუთვნოდა აუქციონზე გაიყიდება. მანქანის ფერი მსახიობმა თავისი საქორწილო კაბის შესაბამისად აარჩია. ლოტი 600 ათას ევროდაა შეფასებული. მანქანა კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ ტეილორი მას 20 წელზე მეტ ხანს ატარებდა.

ასევე 6 აგვისტოს დაგეგმილ აუქციონზე კინოს ვარსკვლავის Ferrari გაიყიდება და მისი საწყისი ფასი 450 ათასი ევრო იქნება.