ელსა ჰოსკი საკუთარი ახალშობილისთვის ანუკი არეშიძის სამოსს ირჩევს

531

2021 წლის 11 თებერვალს ცნობილი შვედი სუპერმოდელი – ელსა ჰოსკი პირველად გახდა დედა! 32 წლის ლამაზმანს ქალიშვილი- ტუულიკი ჯოან დელი ეყოლა, რომლის კადრებსაც გამომწერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით იწონებენ.

თუმცა, გარდა ამისა, გოგონა მოდური ჩაცმულობებითაც გამოირჩევა და ამჯერად ქართველი დიზაინერის – ანუკი არეშიძის საბავშვო ხაზის Nicolas Kidswear-ის მომხმარებელი “გახდა” და მისი ბრენდის კომბინიზონი მოირგო, რომლის ფოტოც ანუკიმ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ხაზის მთავარი ინსპირაცია ცნობილი დიზაინერისთვის საკუთარი შვილი – ნიკოლასია, რომელიც დედის უჩვეულოდ მომხიბლავ დიზაინებს იდეალურად ირგებს.

No description available.
No description available.