ელტონ ჯონი რუსეთის ცენზურას პასუხობს

524

ელტონ ჯონი და ფილმ “როკეტმენის” შემქმნელები, რუსეთის კინოთეატრებში არასრულად გასულ ფილმს, ოფიციალური განცხადებით პასუხობენ.

“ჩვენ ვგმობთ ადგილობრივ კანონენბს და “როკეტმენის” ცენზურის ქვეშ მოქცევას რუსეთის ბაზარზე. ამის შესახებ ჩვენთვის აქამდე ცნობილი არ იყო. ის, რომ ადგილობრივმა დისტრიბუტორმა გარკვეული სცენების რედაქტირება მოახდინა, არ აძლევს მაყურებელს საშუალებას ნახოს ფილმი სრულად, რაც არის ჩვენი გაყოფილი მსოფლიოს სამწუხარო მაგალითი. იმ მსოფლიოს, რომელსაც კვლავ შეუძლია იყოს სასტიკი და არ მიიღოს ორ ადამიანს შორის სიყვარული. ჩვენ გვწამს ღია დიალოგის და ვეცდებით დავარღვიოთ ყველა ბარიერი, სანამ ყველა ადამიანი არ გახდება თანასწორი მთელ მსოფლიოში”, – ნათქვამია განცხადებაში.