ემილია კლარკს დაინერის ტარგარიენის პარიკი არ აჩუქეს

712

ემილია კლარკის განცხადებით, მისი პერსონაჟის, დაინერის ტარგარიენის პარიკი გადამღებმა ჯგუფმა არ აჩუქა.

კლარკის განცხადებით, როდესაც ერთ–ერთი პარიკის წაღების სურვილი გამოთქვა, მას ამის უფლება დართეს, თუმცა ემილია კვლავ პარიკის გარეშეა:

“პარიკი ჯერაც არ მაქვს. შოუ წელიწადნახევრის წინ დასრულდა, მე კი კვლავ ველი მას”, – აცხადებს მსახიობი.