ეროვნული ბიბლიოთეკა გასტრონომიულ ბიბლიოთეკას შექმნის

920

„ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ფორმატში შეიქმნება ქართული გასტრონომიული კულტურის ბიბლიოთეკა“, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქართული გასტრონომიული კულტურის მუზეუმის ერთობლივი პროექტი – ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ფორმატში შეიქმნება ქართული გასტრონომიული კულტურის ბიბლიოთეკა – მოვიძიებთ გასული საუკუნეების თუ თანამედროვე რეცეპტებს, რიტუალებს, ჩვევებს – ოჯახ–ოჯახ ვივლით და ელექტრონული ფორმით შემოგთავაზებთ“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.