ესპანეთის მთავრობას სურს ქვეყანა “ევროპულ ჰოლივუდად” აქციოს

569

როგორც ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა ლოს–ანჯელესში ვიზიტისას განაცხადა, მთავრობა გეგმავს ქვეყანა ევროპულ ჰოლივუდად აქციოს.

მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი აშშ–ში კომპანიების Netflix, HBO, WarnerMedia და Disney–ს წარმომადგენლებს შეხვდა. სანჩესის განმარტებით, ესპანეთის ხელისუფლება მზადაა 1,6 მილიარდი ევრო აუდიოვიზუალური სექტორისთვის გამოჰყოს. ინიციატივა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ესპანეთის ტერიტორიაზე იმუშავებენ.