Super Hollywood Orchestra-ს წევრი, ესპანელი მომღერალი და მოცეკვავე ჯოანა საინსი სცენაზე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა El Norte de Castilla ავრცელებსს.
Super Hollywood Orchestra-ს კონცერტი ფესტივალის დასკვნითი გამოსვლა იყო. ათასობით მაყურებლის თვალწინ მოულოდნელად სცენაზე მდგარი პიროტექნიკა აფეთქდა და 30 წლის მომღერალი მუცლის არეში დაჭრა. საინსი Super Hollywood Orchestra-ს მთავარი მოცეკვავე და ქორეოგრაფი იყო.