„ექიმი ჰაუსის“ მთავარ გმირი ტელეეკრანებზე ბრუნდება

739

„ექიმი ჰაუსის“ მთავარი გმირი ჰიუ ლორი, ტელეეკრანებს უბრუნდება. ინფორმაციას Hollywoodreporter ავრცელებს.

ჰოლივუდის  ვარსკვლავი BBC-ის ახალ ტელესერიალში გამოჩნდება. სერიალს „roadkill“ ერქმევა და პოლიტიკურ-სამეცნიერო თრილერის სახის იქნება.

ბრიტანელი მსახიობი წლებია საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. მას სატელევიზიო დრამაში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსიც“ გადასცეს. 2016 წელს კი ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.